"წარმოდგენილია, ორი წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამა: პირველი - სტაბილურობა, მშვიდობა, აღორძინება და ამა თუ იმ რეგიონზე მორგებული პროგრამები. და მეორე, ისევ მეორე ფრონტის გახსნა, საარჩევნო ბარიერის თემა, საერთაშორისო სანქციებში საქართველოს მონაწილეობა, კვლავ ფადი ასლისეული წინადადება, რომელიც თვლის სრულ ბალასტად, სოხუმსაც და ცხინვალსაც საქართველოს ევროინტეგრაციის თუ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მუდმივი დესტაბილიზაცია, კარვების ქალაქების განლაგება და გაშლა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ისაუბრა.
ქართველიშვილის თქმით, წინასაარჩევნო სამზადისი დაწყებული აქვს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანია დამყარებულია მშვიდობაზე, ქვეყნის განვითარებაზე, ხოლო ოპოზიციის ქვეყანაში ისევ დესტაბილიზაციაზე და მეორე ფრონტის გახსნაზეა ორიენტირებული.
„დაწყებულია წინასაარჩევნო სამზადისი. ხელისუფლებას დაწყებული აქვს რეგიონებში გასვლითი შეხვედრები, სადაც საუბარი მიდის მშვიდობაზე, განვითარებაზე, სტაბილურობაზე და აღორძინებაზე. ასევე, გასვლითი შეხვედრები დაწყებული აქვს საემიგრაციო წრეებში ერთ-ერთ სტომატოლოგს. შეხვედრები ტარდება იმ ადამიანებთან, რომლებმაც „გადაარჩინეს თავისი კბილები“ საქველმოქმედო ამოღებას. ამიტომ, აქვთ უფლება გაიღიმონ და ბევრი ილაპარაკონ. წარმოდგენილია, ორი წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამა: პირველი - სტაბილურობა, მშვიდობა, აღორძინება და ამა თუ იმ რეგიონზე მორგებული პროგრამები. და მეორე, ისევ მეორე ფრონტის გახსნა, საარჩევნო ბარიერის თემა, საერთაშორისო სანქციებში საქართველოს მონაწილეობა, კვლავ ფადი ასლისეული წინადადება, რომელიც თვლის სრულ ბალასტად, სოხუმსაც და ცხინვალსაც საქართველოს ევროინტეგრაციის თუ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მუდმივი დესტაბილიზაცია, კარვების ქალაქების განლაგება და გაშლა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამისთვის არის საბაბი თუნდაც ფორმალური, თუ არ არის, ამას არა აქვს მნიშვნელობა. აი ეს ყველაფერი, რომ დაიბეჭდოს, ჩვენთან ბოძებზე, ღობეზე, კედელზე რომ გაიკრას, ვინმე, ნორმალურ ადამიანს კიდევ დაებადება შეკითხვა, თუ რატომ აქვთ ამ უბედურებს, ასეთი ნულოვანი რეიტინგი?!
მე გამახსენდა, 2022 წლის მარტში „გორბისთვის“ შეკვეთილი გამოკითხვა, უკრაინის ომის დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში. მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეკითხვები ჰქონდათ - გსურთ, თუ არ გსურთ მეორე ფრონტის გახსნა, საომარი მოქმედებები და ა.შ. ეს პასუხები გაშლილი იყო პოლიტიკური შეხედულებების, პარტიული კუთვნილების შესაბამისად. გამოვიდა ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა დიდი ნაწილი, შედიოდა იმ 80-85%-იან რიცხვში, რომელთაც საქართველოში არანაირი ომი არ უნდოდათ. ეს კიდევ ის პერიოდია, როდესაც ბახმუტი -ბახმუტობს, ბავშვები დადიან საბავშვო ბაღში, სკოლებში, ხალხი რესტორნებში დადის და ა.შ. ასე ვთქვათ, მარიუპოლი -მარიუპოლობს. იმის მერე, როდესაც ბახმუტი, მარიუპოლი მიწასთან არის გასწორებული, დღეს ეს ნარატივი და მოწოდებები, „ნაცების“ წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც გააჟღერა ალასანიამ, ისევ და ისევ ომზე და საქართველოს საბოლოო განადგურებაზე გადის.
დღეს ძალიან საინტერესო, ჩამჭრელი კითხვები დაუსვეს გასვლით შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს , მამუკა მდინარაძეს - რას აკეთებს საქართველო თამაზ გინტურის ოჯახის წინაშე (კიდევ ერთხელ, ვიზიარებ ჩვენ საერთო ტრაგედიას), მაგრამ რას აკეთებს ხელისუფლება, რატომ არ სჯის ამ მკვლელობის უშუალო შემსრულებელს, დამკვეთს და ა.შ.
სპეციალურად შევიხედე ინტერნეტში, მაინტერესებდა 2002-2003 წლებში, ცხინვალში, ზოგადად სამაჩაბლოში, ვინმე ქართველი მოუკლავთ? გახმაურებული მკვლელობა დაფიქსირებული იყო? არ იყო დაფიქსირებული (ეს ის პერიოდია, როდესაც ქელეხი, ქორწილი, ცხინვალში ჩასვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა). როდესაც დე ფაქტო სივრცის ნელ-ნელა ინტეგრაცია ხდებოდა დანარჩენ საქართველოსთან. ვის არ მოეწონა ეს? არ მოეწონა ზუსტად იმ ალასანიას და მიხეილ სააკაშვილს“, -განაცხადა ქართველიშვილმა.