გიორგი ვოლსკი: 15 დეკემბერს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევრორეკომენდაციები გვერდზე უნდა გადავდოთ
-
+
23 ნოემბერი. 2023. 11:39
„15 დეკემბერს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ რეკომენდაციები“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„დამატებითი რეკომენდაციები მუდმივად იქნება ჩვენი საქმიანობის დღის წესრიგში, რასაკვირველია იმ პერიოდამდე, სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები არ გავხდებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.