logo_geo
eng_logo
ლოიდ ოსტინი: „ჰამასს“ ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ
- +

3 დეკემბერი. 2023. 12:40

 

 

„შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი მოიგოს“, - ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

 

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, ახლა ისრაელსა და უკრაინაში დემოკრატიები დაუნდობელ მტრებს ებრძვიან, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ.

 

პენტაგონის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ აშშ-ს შეუძლია შეასრულოს თავისი ვალდებულებები მოკავშირეების წინაშე და გაუწიოს დახმარება როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას.

 

მას მიაჩნია, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ნატოს მოკავშირეებისთვის გამოწვევაა.

 

„ჰამასს“ ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ, ჩვენს მტრებს ჩვენი დაყოფისა და დასუსტების საშუალებას არ მივცემთ. ამიტომ მაშინ, როდესაც ისრაელის დახმარებას ვზრდით, ჩვენ ფოკუსირებული ვრჩებით უკრაინაზე.

 

ახლა, იზოლაციის მიუხედავად, პუტინი თვლის, რომ უკრაინელებზე მეტხანს გაძლება შეუძლია, მაგრამ ის ცდება.

 

ახლა პუტინი ასევე ფიქრობს, რომ ჩვენზე მეტხანს გაძლება შეუძლია. ის თვლის, რომ ჩვენი კოალიცია დაიშლება, რომ ჩვენი ნებისყოფა ჩაქრება, ხოლო ჩვენი დემოკრატია უბრალოდ ყურადღებას გადაიტანს, მაგრამ პუტინი კიდევ ერთხელ ცდება.

 

ამერიკელ ხალხს მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ უკრაინაში ფსონების შესახებ“, - აღნიშნა ოსტინმა.

 

მისი თქმით, აშშ არის „ყველაზე ძლიერი ქვეყანა დედამიწაზე“, ამერიკული არმია კი - მსოფლიოში ყველაზე ძლიერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner