logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: რთველის პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს
- +

12 სექტემბერი. 2016. 15:22



 „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მარტვილსა და აბაშაში, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი  ოთარ დანელია „რეპორტიორთან" საუბარში რთველის პროცესს აფასებს. დანელიას თქმით, მდგომარეობა სტაბილურია და მოსახლეობა კმაყოფილია სუბსიდიებით.


„როგორც წესი, დასაწყისში არის ხოლმე დიდი ვნებათაღელვა, მაგრამ ამ ეტაპზე, ძალიან სტაბილურად მიმდინარეობს. არანაირი პრეტენზია არ დაფიქსირებულა და არც პროვოკაციებს ჰქონია ადგილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავ. მოგეხსენებათ, საარჩევნო წელია და შარშანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც პროვოკაციები იყო რთველის დაწყებამდეც კი, ბუნებრივია, ამისგან დაზღვეულები არც ახლა ვართ.

 

მოსახლეობა კმაყოფილია სუბსიდიებით. ბუნებრივია, ყოველთვის ყველას ურჩევნია, მეტი გადაუხადონ. გადავხედეთ ტარიფებს და გაუმჯობესებული კონიუნქტურით შევთავაზეთ რთველი მევენახეებს და მეღვინეებს.

 

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველა რთველი იყო ძალიან წარმატებული, მათ შორის შარშანდელიც. წელს, შარშანდელზე ნაკლებ ყურძენს არ ველოდებით სამრეწველო გადამუშავებისთვის", - აცხადებს ოთარ დანელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner