logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: „ოცნება“ და „ნაცები“ ერთი და იგივეაო, რომ გაიძახით - ჯანმრთელად ხართ?!
- +

12 სექტემბერი. 2016. 15:56



ჩემზე მეტი პრეტენზია ამ ხელისუფლებასთან, არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს! პრეტენზია მაქვს, როგორც ყველა ნორმალურ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს! პრეტენზია მაქვს, როგორც მოქალაქეს!


პრეტენზია მაქვს, როგორც ყველა იმას, ვისაც სხვა სამშობლო არ გააჩნია და ვისთვისაც შვილებისა და შვილიშვილების მომავალი ყველაზე მთავარია!


პრეტენზიის საფუძველს და სათქმელსაც, ხელისუფლება ხშირად გვაძლევს - მეც და სხვასაც!


პრეტენზიისთვის არგუმენტირებული მიზეზიც ბევრი მაქვს, მაგრამ ერთია მოქალაქის, ამომრჩევლის, გადასახადის გადამხდელის პრეტენზია და მეორეა, ავადმყოფური (სხვა რა დავარქვა) წივილ-კივილი!


ბიჭო!


„ოცნება" და „ნაცები" ერთი და იგივეაო, რომ გაიძახით - ჯანმრთელად ხართ?!

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner