logo_geo
eng_logo
„ერთი მილიარდი ევრო ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად- ბიძინა ივანიშვილი! ამით ყველაფერი ნათქვამია!“
- +

12 სექტემბერი. 2016. 16:19


 

„ეს ჩემი და თქვენი საქართველოა! ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.


„ერთი მილიარდი ევრო ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად- ბიძინა ივანიშვილი! ამით ყველაფერი ნათქვამია!" - წერს კობახიძე.


„დღეს ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი. ქუთაისში, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქის დაარსება, საქართველოს მომავალში ჩადებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა. მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტი ჩვენს ისტორიას სულ რამდენიმე ახსოვს. უდიდესი მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტს ჩაეყარა დღეს საფუძველი.

 

ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო კერის ფუნქციის დაბრუნების და საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

საუნივერსიტეტო ქალაქი კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი იქნება. აშენდება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე, შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება", - აღნიშნავს მანანა კობახიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner