ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ზაზა ბურჭულაძე თავად არის მტაცებელი ცხოველი", - ასე პასუხობს პენსიონერი იზოლდა ცხვიტარია მწერალ ზაზა ბურჭულაძის განცხადებას ილია მეორესთან დაკავშირებით. „რეპორტიორმა" ბურჭულაძის მიერ უწმინდესის მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.
„პატრიარქი არის პიროვნება, რომელმაც გადაარჩინა საქართველო. ილია მეორეს ღმერთმა მისცეს დიდი ხნის სიცოცხლე, რომ საქართველომ იარსებოს, თორემ დავიღუპებით", - განაცხადა იზოლდა ცხვიტარიამ.
„ქართველების გამკვირვებია, რომ ქალაქში სტიქიის დროს ზოოპარკიდან გამოსული მძიმე ცხოველები დავაძინეთ და დავხოცეთ, მაშინ როცა მთავარი მტაცებელი არის თავისუფალი. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში, როგორც დიდი მტაცებელი. ამაზე დიდი მტაცებელი მე არ ვიცი", - განაცხადა მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ.