logo_geo
eng_logo
ბაკურ აბულაძე: გენერალური პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობა ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას უწყობს ხელს
- +

27 დეკემბერი. 2023. 16:32

 

 

საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულის და ფულის გათეთრების, მათ შორის ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში. - ამის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

 

გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით, პროკურატურა განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვანი ევროპული ქვეყნების - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს, შვეიცარიის კონფედერაციის და ნიდერლანდების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საპოლიციო და საპროკურორო დანაყოფებთან.

 

უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის ჩარჩო არ შემოიფარგლება მხოლოდ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი რეგულაციებით; აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლის ოპერატიული არხები და ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში გაწევრიანების გზით, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობის გამარტივებული პროცედურები.” - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

 

ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს, უცხოელ სამართალდამცავებთან ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორის, წევრისა და იურიდიული პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების მოძიება, შემდგომი ჩამორთმევის მიზნით დაყადაღება და დანაშაულის ცხელ კვალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებების აღმოჩენა.

 

პირდაპირი ეთერი (ლინკ): საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner