ღაზის სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომში ისრაელმა 501 სამხედრო დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვით ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ისრაელის თავდაცვით ძალებში აცხადებენ, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტებმა, სულ მცირე, 274 ჯარისკაცი და ადგილობრივი უსაფრთხოების 38 ოფიცერი მოკლეს.
ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო შეტევის დროს ისრაელმა ამ დროისთვის 167 ჯარისკაცი დაკარგა.