გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა.
„ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა ვთქვა, მაგრამ მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას, რადგან ეს აღარ არის ბურჭულაძის მოძრაობა. ეს აღარ არის ალტერნატივა არც „ქართული ოცნების", არც „ნაციონალური მოძრაობის". ეს აღარ არის ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ეს არის ძალა, რომელსაც პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ",- განაცხადა გიორგი რუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.