logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: გასული წლის დეკემბერში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე ევროკავშირის გაფართოებისთვის მზაობა ნამდვილად არის
- +

15 იანვარი. 2024. 22:29

"კითხვას - ევროკავშირს რამდენად სჭირდება ახალი წევრები, ვფიქრობ პასუხი გაეცა ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებებით, მას შემდეგ რაც საქართველომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსები, "- ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა უფრო ეფექტიანი იყოს.

 

 

გასული წლის დეკემბერში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე გაფართოებისთვის მზაობა ნამდვილად არის. ევროკავშირს სჭირდება ეს უსაფრთხოებისთვის, უკეთესი მომავლისთვის და ამას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ უფრო ეფექტიანი იყოს ის პოლიტიკა, რასაც გაფართოების პოლიტიკა ჰქვია და ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა მიიღო დეკემბერში, მალე მოვიდეს სისრულეში და საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად გახდეს სრულფასოვანი წევრი“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

 

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი COSAC-ის ფორმატში ევროკავშირის და კანდიდატების მონაწილეობით ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობს. ბელგია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა მომდევნო 6 თვით და პრიორიტეტად შემდგომი გაფართოებისთვის კანდიდატების და თავად ორგანიზაციის მომზადებას ასახელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner