დაიკავებს თუ არა ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს, 13 სექტემბერს გახდება ცნობილი. 2030.news-მა ვანო მაჭავარიანს კითხვით მიმართა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
მაჭავარიანმა თავი შეიკავა კონკრეტული პასუხისგან და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე 13 სექტემბერს გააკეთებს განცხადებას.
უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების შესრულებას 30 სექტემბრიდან შეუდგება.