logo_geo
eng_logo
უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს, სავარაუდოდ, ვანო მაჭავარიანი დაიკავებს
- +

13 სექტემბერი. 2016. 13:45



დაიკავებს თუ არა ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს,  13 სექტემბერს გახდება ცნობილი. 2030.news-მა ვანო მაჭავარიანს კითხვით მიმართა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.


მაჭავარიანმა თავი შეიკავა კონკრეტული პასუხისგან და აღნიშნა,  რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე 13 სექტემბერს გააკეთებს განცხადებას.


უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების შესრულებას 30 სექტემბრიდან შეუდგება.


 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner