logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: სააკაშვილი ყოველთვის მეორე პირი იყო, რომელიც რულოვსის იდეებს ახმოვანებდა
- +

13 სექტემბერი. 2016. 14:02


„პატრიოტთა ალიანსის" ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ლალი მოროშკინა „მარშალპრესის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, მისი მხრიდან რულოვსის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა, რომ განცხადებები, რომელიც გააკეთა, არანაირად არ არის სკანდალური, ეს არის ჩვენებები პატიმარი ქალების, რომლებიც იმ პერიოდისთვის ციხეში იმყოფებოდნენ.



მისი განცხადებით, სანდრა რულოვსი არის უცხო ქვეყნის აგენტი და ბრალდებები ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავაშირებით სრული სიმართლეა, რაზეც ფაქტებით საუბრობს:



ჩანაწერი არსებობს, სადაც ადეიშვილი და სააკაშვილი ერთმანეთს ესაუბრებიან, რომ თუ სანდრა რულოვსი იქნება პირველი ნომერი, ლალი მოროშკინა აუცილებლად დადებს იმ მასალებს, რომლებიც მასზე არსებობს და ეს სერიოზული სკანდალი იქნებაო. ამიტომ სანდრამ გადაინაცვლა მეორე ნომრად. შესაბამისად, მე მინდა, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რომ ის მოიგებს თუ წააგებს ზუგდიდს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სიის მეორე ნომერია და პარლამენტში მაინც აღმოჩნდება. განცხადებები, რომელიც მე გავაკეთე, არანაირად არ არის სკანდალური, ეს არის ჩვენებები იმ პატიმარი ქალების, რომლებიც იმ პერიოდისთვის ციხეში იმყოფებოდნენ. თქვენ რომ განსხვავება იგრძნოთ, გეტყვით, როდესაც ციხეებში მუშაობა დავიწყე, 2012 წელს 1800 პატიმარი ქალი იყო, ამჟამად არის 180 პატიმარი. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დროისთვის, ვიღაცას დიდი რაოდენობით პატიმარი ქალი სჭირდებოდა. 1000-ზე მეტ ქალს აქვს ამოცლილი აქვს საშვილოსნო და საკვერცხე. საშვილოსნო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ორგანოა, რომლის გადანერგვა ხდება, შეიძლება იქ სხვა ორგანოები ნაკლებად გამოსაყენებელია, მაგრამ ყველაზე ინტენსიურად ხდებოდა საშვილოსნოს ამოცლა პატიმარი ქალებისთვის. როდესაც ამ თემაზესაერთო გაზეთთან" ინტერვიუში ვისაუბრე, ამ ინტერვიუს ძალიან ბევრი პატიმრის ჭირისუფალი გამოეხმაურა, ჰყვებოდნენ, როგორ მიიღებს ბიჭების გამოფიტრული გვამები, სილით სავსე. ისინიც ამას ამტკიცებენ და ეს არ არის ჩემი მოგონილი, ეს არის კონკრეტული ფაქტები. ჩემი ბრალდებები სანდრა რულოვსის მიმართ, ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, არის 100%-იანი ინფორმაცია. სანდრა რულოვსი რომ უცხო ქვეყანაზე მუშაობს, ეს ახალი არაა. სააკაშვილი ზუსტად მის იდეებს ახმოვანებდა და ის რეალურად ყოველთვის მეორე პირი იყო, პირველი იყო სანდრა. ეს ყველაფერი გამოჩნდა კიდეც.

 

ქვეყანაში ნამდვილად დაიწყება არეულობა და სწორედ ამ დესტაბილიზაციის მოწყობაში ჩაერევა სხვა ქვეყნის დამხმარე პერსონალი, რომელსაც საქართველოში სანდრა რულოვსი ასრულებს. ჩემი თავმოყვარეობის ამბავია, როგორც საქართველოს მოქალაქის, ამ ქვეყნის შვილის, სანდრა რულოვსს პარლამენტში საპირწონე ჰყავდეს. ზუსტად ვიცი, რომ მე ყოველთვის შევძლებ ამ ქალბატონის გაჩერებას. ვხვდები იმ პასუხიმგებლობას, რომელიც მაკისრია, თუნდაც იმ ერთი უბნისგან, სადაც უშუალოდ რულოვსის ქმედებების მსხვერპლნი არიან", - განაცხადა ლალი მოროშკინა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner