logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: სასამართლოს მოვიგებთ!
- +

13 სექტემბერი. 2016. 14:06


პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერმა გოგი თოფაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" ცესკო-ს წინააღმდეგ გამართულ სასამართლოს მოიგებენ.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ბლოკს  2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდა.


„ჩვენ ამ სასამართლოს მოვიგებთ. ცესკო-მ დოკუმენტს ბეჭედი დაარტყა და ხელი მოაწერა, რომ ჩვენ ჩავაბარეთ ყველა საბუთი. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და ნომერიც მინიჭებულია 37-36. ეს ადასტურებს, რომ ყველა საბუთი დროულად მივიტანეთ. არის მეორე დოკუმენტი, რომელზეც დავობენ, რომ ჩვენ ვითომ სია არ მიგვიტანია,  ჩვენს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში პირველი იყო პარტიული სია. ჩვენს სიმართლეს სასამართლო დაადასტურებს და ნახავთ, რამდენ ბრალდებას წავუყენებთ ჩვენ ცესკო-ს",- განაცხადა თოფაძემ.


თოფაძემ ასევე აღნიშნა, რომ მათი პარტიის მონაწილეობა არჩევნებში არ სურდათ კონკურენტ პოლიტიკურ პარტიებს, რადგან მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რეალური შანსი აქვთ.


„ბუნებრივია, ბევრ პოლიტიკურ პარტიას არ აწყობდა არჩევნებში ჩვენი მონაწილეობა. ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, გადავლახოთ ბარიერი და არა მარტო 5 %-ზე ვფიქრობთ",- განაცხადა თოფაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner