პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
მისი თქმით, სხდომის მდივანი აღნიშნული შეკრებისთვის კვლავ ირინე იმერლიშვილი იქნება.
ეკა მიშველაძის თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხი თავდაცვის სამინისტროს რეფორმირება იქნება.