logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: მგონია, რომ გუნდში ჩემთვისაც მოიძებნება რაიმე პოზიცია
- +

13 სექტემბერი. 2016. 15:49



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე „ქართულმა ოცნებამ" არც მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა და არც პარტიულ სიაში ჩასვა. ამის მიუხედავად ის პარტიის დატოვებას არ აპირებს.


ნიშნიანიძემ „აიპრესს" განუცხადა, რომ გუნდში რაიმე პოზიცია მისთვისაც მოიძებნება და ელოდება, რა თანამდებობას შესთავაზებენ.


„თავის დროზე მე თვითონ ვთქვი უარი პარტიულ სიაზე. მართალია, როდესაც ეს განვაცხადე, მაშინ ქუთაისში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენა მინდოდა, მაგრამ როდესაც არ წარმადგინეს მაჟორიტარად, არც მაგის მერე გამომითქვამს პრეტენზია, რომ სიაში ჩავესვით.

 

იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და ეს ასეც იქნება. მერე რა, რომ მე არ ვიქნები მომავალი მოწვევის პარლამენტში", - აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.


ნიშნიანიძის თქმით, ის არ აპირებს „ქართული ოცნების" დატოვებას.

 

„რა თქმა უნდა, გუნდში ვრჩები. მარტო პარლამენტარობა არ ნიშნავს გუნდში ყოფნას. ჩვენი უამრავი თანამებრძოლი პარლამენტში არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ღირსეულ საქმეს აკეთებდნენ.

 

მგონია, რომ გუნდში ჩემთვისაც მოიძებნება რაიმე პოზიცია. ამ ეტაპზე არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ვნახოთ, დრო ჯერ კიდევ არის", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner