logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ჩვენი გუნდი აუცილებლად შეასრულებს ყველა ვალდებულებას
- +

13 სექტემბერი. 2016. 15:56



„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სამომავლო გეგმებზე, გლდანის მოსახლეობის პრობლემებზე და გუნდის მოვალეობებზე საუბრობს.


„ჩვენი მოღვაწეობის პერიოდში გვაქვს სტატისტიკა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ვმუშაობდით, რამდენად ეფექტურად - ამას მოსახლეობა შეაფასებს. მხოლოდ ბიუროში მიღების 96 დღე ჩავატარეთ. გლდანის რაიონის 500-ზე მეტ მოსახლეს შევხვდით. 16 ქუჩაზე დაიგო გზის საფარი, 6 მისამართზე გაკეთდა დასასვენებელი პავილიონი, მოედნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, წყალკანალიზაციის სისტემა მოეწყო, გაკეთდა სკვერები, შემოიღობა ღვთისმშობლის ეკლესიის ეზო და ა.შ  ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო საბავშვო ბაღების მხრივ სოფელ გლდანში, რადგან შენობები გასხვისებული იყო. მიუხედავად ამ დიდი ჩამონათვალისა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება იმ პრობლემატიკის გადაწყვეტისა, რომელიც დაგვხვდა გლდანში.

 

ძალიან პრობლემური რჩება კვლავ წყალკანალიზაციის საკითხი. ბევრი შემოერთებული რაიონია, რომელიც ადრე მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა. ასევე ძალიან დიდი პრობლემაა გზის საფარის არარსებობა, ახალგაზრდებისთვის კულტურულ-სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტებიც არ არსებობს.

 

ჩვენი გუნდი აუცილებლად შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რაც აიღო და ამ გზიდან არ გადავუხვევთ",- განაცხადა კობალაძემ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner