logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ფაქტია, „ქართული ოცნების“ გამარჯვებას მოიპოვებს
- +

13 სექტემბერი. 2016. 16:03



„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემოზე, კონკურენტებზე და საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს.


კობალაძის განცხადებით,  8 ოქტომბერს  „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და კონკურენტად არცერთ პარტიას არ მიიჩნევს.


„ქართული ოცნება" გამარჯვებას რომ მოიპოვეს, ეს ფაქტია. სიტუაციიდან და რეალობიდან გამომდინარე ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანებაა ჩვენი გუნდი, რომელსაც ამ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა შეუძლია. მაქვს პატივი, ამ გუნდს წარმოვადგენდე. არა მხოლოდ ადამიანური რესურსები, არამედ ის შემართება და პასუხისმგებლობა, რომელიც გააჩნია ამ გუნდს, მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ ქვეყანა სწორი აღმავლობის გზე დგას.

 

ჩემს კონკურენტად არცერთი პაარტიის წარმომადგენელს არ მივიჩნევ, რადგან ქვეყანაში ჩვენს გუნდს არ ჰყავს კონკურენტი. „ქართულ ოცნებას" გააჩნია სურვილი და შემართება ერთად, სხვებისაგან განსხვავებით, რომლებსაც სურთ, დაკარგული დიდება აღიდგინონ და ამიტომ არიან საარჩევნო მარათონში ჩართულები. საარჩევნო გარემო, რომელიც დღეს რეალურად გვაქვს, ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური გაერთიანების დამსახურება, რომელმაც 2012 წელს თითოეულ ჩვენგანს დაუბრუნა სამშობლო",- განაცხადა კობალაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner