logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო დაიქსელება ევროპული სტანდარტების გზებით
- +

13 სექტემბერი. 2016. 16:10



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ხელვაჩაურში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას მოსახლებასთან მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.



როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, რეფორმების უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება. მისივე თქმით, რეგიონებში დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდის ოფისები გაიხსნება.



მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დასრულდება ყველა ძირითადი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს იქნება სარფიდან წითელ ხიდამდე, სადახლომდე მიმავალი სატრანზიტო ავტომაგისტრალი, ავტობანი. ეს იქნება აუცილებლად ქუთაისის დამაკავშირებელი გზები სამხრეთ საქართველოსთან და სვანეთთამცხეთიდან ლარსის მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების ავტობანის მშენებლობა. ასევე, გომიდან რაჭის მიმართლებით, ასევე თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებითსაქართველო დაიქსელება უმაღლესი, ევროპული სტანდარტების გზებით. ასევე, აშენდება რეგიონული გზებიმნიშვნელოვანია ითქვას, რომ ხულო-ადიგენის გზა დაიწყება უახლოეს დღეებშიბათუმიდან აჭარის მთიანეთში მიმავალი გზები იქნება სრულიად თანამედროვე სტანდარტის, რათა  ჩვენ მცირე, საოჯახო ტურიზმი განვავითაროთ აჭარაში",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

 


მოსახლეობასთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა რეგიონების განვითარებაზე, ინტერნეტიზაციაზე, გაზიფიკაციასა და წყლით მომარაგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებში  ცხოვრების დონე უნდა დავუახლოვოთ ქალაქის ცხოვრების დონეს, რათა დავამაგროთ მოსახლეობა სოფლად.



კვირიკაშვილმა ხელვაჩაურის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ილია ნაკაშიძე და მერაბ კარანაძე წარუდგინა.



„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მოსახლეობას მოუწოდა მხარი დაუჭირონ წარდგენილ კანდიდატებს, რადგან „სწორედ ასეთი ადამიანები გვჭირდება ჩვენ არჩევით ორგანოებში".



საქართველოს მომავალი არის ძალიან ნათელი, საქართველოს მომავალი არის სითბოთი და სიყვარულით აღსავსე. წარმატება იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველანი გავერთიანდებით ერთიანი, ძალიან საინტერესო განვითარების გეგმების გარშემო. სწორედ ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ, სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ და ასეთი საქართველოს მშენებლობაში გვინდა ყველა თქვენგანის მონაწილეობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner