logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: კარგი იქნება, „რესპუბლიკელები“ ნათელმხილველობას თავს თუ დაანებებენ
- +

13 სექტემბერი. 2016. 16:13


 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" რესპუბლიკურ პარტიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ „გირჩი" მისგან ფინანსდება, არ არსებობს.


„ნათელმხილველობას თუ არ დაიწყებენ რესპუბლიკელები და ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან, კარგი იქნება და მე მგონი, იმას ცდილობენ, რომ ოპონენტად გამომიყენონ, კარგი იქნება, თუ „რესპუბლიკელები" ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან. ძალიან ემოციურები არიან და ნათელმხილველობას ნუ გადაყვებიან, არავითარი საფუძველი და არავითარი დოკუმენტები იმისა, რომ „გირჩს" ვაფინანსებ, არ არსებობს", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner