უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო წინასწარ შეთანხმდა უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს ოთხწლიანი პროგრამის მხარდაჭერაზე.
"ჩვენ ველით, რომ 1-ელ თებერვალს ევროკავშირი დაამტკიცებს ახალ ოთხწლიან, 50 მილიარდი ევროს პროგრამას უკრაინის მხარდასაჭერად. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას", - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.