„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი, სოფელ კავთისხევში, ამავე სოფლის მკვიდრის, ვალიკო იაშვილის სახელობის არენაზე, ქართული ჭიდაობის ტურნირს დაესწრო.
როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, ჭიდაობა ქართველი სპორტსმენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობაა.
„ქართული ჭიდაობის უნივერსალურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, ყველაზე მეტი ოლიმპიური, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონი სწორედ სპორტის ამ სახეობაში გვყავს", - განაცხადა მეზურნიშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სპორტსმენებს წარმატება უსურვა.