„მთავრობა ისე შორდება ევროპულ გზას, რომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ეს თუ დაშორებაა და ის თუ დაახლოებაა, რაც მათ 2008 წელს გააკეთეს, ამასაც ძალიან კარგად ხვდება ამომრჩეველი“, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან ოპოზიციის წინასაარჩევნო გეგმებზე ისაუბრა.
„ქართველი ამომრჩეველი ძალიან დაბრძენდა. იმდენი ცეცხლი გავიარეთ, იმდენმა ქარტეხილმა გადაიარა საქართველოს თავზე, რომ ვერავის ვერავინ ვეღარაფრად ვერ შეასაღებს. უკვე მშვენივრად ვიცით, ვინ ვინ არის და ვინ საიდან მოდის. ეს უკვე აბსოლუტურად ცხადია. ოპოზიცია არ არსებობს და ეს ძალიან ცუდია, პირველ რიგში ხელისუფლებისთვის. რაღაც ციფრებს ამბობენ და ვერც თვლიან ამ ციფრებს. სერიოზული შეთავაზება მათ არ აქვთ. ჰგონიათ,რომ ნეგატივით მოიპოვებენ გამარჯვებას. ნეგატივით გამარჯვებას ვერ მოიპოვებ“, - მიიჩნევს გიორგობიანი.