logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენს ქვეყანაში არის ოპოზიცია, რომელსაც სულ არ ანაღვლებს რეალურად საქმეებზე მუშაობა და კონკრეტული ფუნქციის შესრულება
- +

4 თებერვალი. 2024. 21:05

 

 

ჩვენს ქვეყანაში არის ოპოზიცია, რომელსაც სულ არ ანაღვლებს რეალურად საქმეებზე მუშაობა და კონკრეტული ფუნქციის შესრულება. არ მიაჩნიათ, რომ ეს მათი სამსახურია, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სარჯველაძე „ფლანგვის დეტექტორის“ ანგარიშის, რომელიც მუნიციპალიტეტების საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატით მოხვედრილთა გაცდენებს ეხება.

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამ პოლიტიკოსების კვალიფიკაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

 

„თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში და არ არიან სიტუაციის ბატონ-პატრონები, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ექცევიან საკუთარ მანდატებს. აზრს თუ მმარტო იმაში ხედავენ, რომ გადაწყვეტილებას იღებენ თვითონ დამოუკიდებლად თუ არა, ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ისინი არც კვალიფიციურები არიან, არც კეთილსინდისიერები არიან“, - აღნიშნავს სარჯველაძე.

 

დეპუტატი ასევე არ გამორიცხავს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ მიტანილი ეს კონკრეტული შეტევა შესაძლოა ფართო ჭრილში სააკაშვილის დანაყოფების შიდა ბრძოლის ნაწილად იყოს აღქმული.

 

„რატომ დაისვა საკითხი არასამთავრობო სექტორიდან მხოლოდ ახლა? რეალურად, ყველა კარგად ხვდება, რომ დღეს პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში ისეთია, რომ ოპოზიციაშიც შეგუებულები არიან იმ აზრის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის ოქროს მედალი და პირველი ადგილი. ეს საკითხი გადაწყვეტილია. ახლა მთელი ბრძოლა მოდის იმაზე თუ ვინ იქნება თვითონ ოპოზიციაში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი. როგორც ჩანს, დაიწყეს ერთმანეთის გაშავება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner