logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ისტორიული არჩევნებია, აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ირჩევს პრეზიდენტს
- +

7 თებერვალი. 2024. 12:31

 

 

ეს არის ისტორიული არჩევნები, ვინაიდან აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ირჩევს პრეზიდენტს, - ამის შესახებ ბაქოში საარჩევნო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ეს არჩევნები თავისთავად განაპირობებს აზერბაიჯანის კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ სტაბილურობას, ერთიანობის განმტკიცებას და დემოკრატიის გაძლიერებას. ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს წარმატებას, შემდგომ განვითარებას და კიდევ უფრო მეტ პროგრესს“, - აღნიშნა თალაკვაძემ

 

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ყარაბაღის რეგიონში გახსნილია საარჩევნო უბნები. ბაქოშია ქართული დელეგაციაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner