„ვუყურებ და ყველაფერი მახსენდება, თუმცა, არც კი დამვიწყებია..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი გოგა ხაინდრავას ფილმ „ჰეროკრატიაზე" საუბრისას წერს.
„ალბათ, ბოლომდე ვერც კი აცნობიერებს ზოგიერთი, რა რეჟიმში გვიწევდა ის 9 წელი ცხოვრება...
ჰეროკრატია - უახლესი წარსული, რომელშიც არასოდეს აღარ დავბრუნდებით...კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობას იმ კაცს... მადლობა, რომ მოგვაცილა სისხლისმსმელი რეჟიმი..." - წერს ლეკა მენაბდიშვილი.