logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: დღეს ბურჭულაძის პარტიაში ყველაფერს კუბლაშვილი და მელაძე წყვეტენ
- +

14 სექტემბერი. 2016. 17:59



„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პაატა ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბურჭულაძის პარტიაში გადაწყვეტილებებს პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე იღებენ.

 

„პაატა ბურჭულაძის პარტია იყო გაერთიანება და არა პარტია. ბურჭულაძე ხალხის მასისთვის იყო პოპულარული. ვამაყობდით, რომ საქართველოს ჰყავს წარმატებული მომღერალი. ბევრისთვის მისაღები იყო სახე, რომელიც არ იყო პოლიტიკაში „გასვრილი". შემდეგ გაერთიანდა „გირჩთან", „ნაცების" ყველაზე ცნობად სახეებთან, რამაც გამოიწვია მეტრეველის, ლაგაზიძის, რუხაძის წასვლა. დღეს ბურჭულაძის არავითარი პარტია არ არსებობს, ყველაფერს წყვეტენ პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე, ბურჭულაძე კი მხოლოდ ფასადად დარჩა",- განაცხადა მამრაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner