13 სექტემბერს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის (02 ოლქის) პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბიძინა გეგიძემ, ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობასთან ჩაატარა შეხვედრა ჟიული შარტავას სახელობის სკვერში.
ეკოლოგია, მშენებლობები და საცობები - ეს ის ძირითადი თემებია, რის შესახებაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოქალაქეების პრობლემები მოისმინა და გამარჯვების შემთხვევაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
„ამომრჩეველს ვპირდები ყველაზე მთავარს, არასდროს დავაყენებ კერძო ინტერესს ქვეყნის ინტერესების წინ", - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.