„რისი ბრალია, რომ მასწავლებელთა 85%-მა პროფესიული გამოცდები ვერ ჩააბარა?", - გაზეთ „რეზონანსის" შეკითხვას პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი პასუხობს:
„განათლების ეს რეფორმა, რომელიც თავის დროზე შემოიღეს, გარკვეული თვალსაზრისით ცუდი სულაც არ იყო და მას მთელი რიგი პლიუსები ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა მინუსიც. მე არ ვამართლებ პედაგოგის გაუნათლებლობას, იგი უნდა აჰყვეს განვითარების სტადიებს, მაგრამ ამისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობაა აუცილებელი.
გაძვალტყავებული პედაგოგი, მშიერი, მწყურვალი, რომელსაც არ აქვს საშუალება წავიდეს თრენინგზე, აიმაღლოს კვალიფიკაცია, მე მგონია, რომ განვითარების საშუალება ძალიან მცირე პროცესს მივეცით და ეს დანარჩენი 85% არ აღმოჩნდა პრივილეგირებულ პოზიციაში.
ბევრი რამეა ამ რეფორმაში შესაცვლელი, ის, რაც კარგია, აუცილებლად უნდა დარჩეს, თუმცა უნდა შეიცვალოს გაკვეული საკითხები.
კიდევ ერთი, ხომ იცით, მე არაფრის თქმა არ მერიდება, ვინც ამოწმებდა ამ ყველაფერს, განათლების მინისტრიდან დაწყებული, მე არ ვიცი, ჩააბარებდა კი იმ ტესტს ქალბატონი თამარ სანიკიძე, დიდად მეპარება ეჭვი. ამიტომ არ მგონია, იმ 85%-ზე მეტი განათლებისა და განვითარების დონე ჰქონდეს ქალბატონ სანიკიძეს.
ამიტომ სახელმწიფო მეტ ყურადღებას უნდა იჩენდეს მასწავლებლებისადმი, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც რეგიონებში არიან, სწორედ მათ უნდა ჰქონდეთ მაღალი ხელფასი და არა აქ მინისტრებს უნდა ჰქონდეთ ამხელა ხელფასი", - აცხადებს ჩარკვიანი.