პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე ლიკანისა და სოფელ ლიკანის მოსახლეობას შეხვდა.
გედევან ფოფხაძემ ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტია ,,ქართული ოცნების" მიღწევებზე ისაუბრა - უფასო საბავშო ბაღები, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, უფასო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის პროგრამა. მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების დამსახურებაა.