logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება
- +

15 სექტემბერი. 2016. 16:27



 

„ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი პროექტი, რომელიც „თიბისი ბანკს" უნდა განეხორციელებინა, ოთხ-ნახევარი მილიონი ჯდება და მას სჭირდება ჩემი თანადაფინანსებაში მონაწილეობა, რაზეც  საჯაროდ გიცხადებთ, რომ მივიღებ მონაწილეობას", - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", ერთ-ერთი მოსწავლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.


ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეს ონში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი პროექტის შესახებ, რომელიც „თიბისი ბანკს" უნდა განეხორციელებინა, თუმცა ამ დრომდე არ არის დასრულებული და მას სთხოვეს ამ პროექტის ლობირება.


ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ  იცნობს ამ პროექტს პირადად მამუკა ხაზარაძისგან და მან ხაზარაძეს დახმარებაც შესთავაზა ამ პროექტის განხორცილებაში.


ბიძინა ივანიშვილის თქმით, დაუკავშირდებაა ამ საკითხზე მამუკა ხაზარაძეს და კიდევ ერთხელ შესთავაზებს დახმარებას.


სარეკლამო ჭრის  შემდეგ კი, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ უკვე შედგა ამ საკითხზე კომუნიკაცია.

 

„მარტო ვერ გავაკეთებო, ასე განაცხადა ხაზარაძემ. ჩვენ ერთად გავაკეთებთ.რამდენიც დასჭირდება, დავეხმარები და ერთად გავაკეთებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისი თქმით, მუზეუმის ახალი პროექტი გაზაფხულამდე განხორციელდება.


ამასთან, როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა სამგრელოში, ანალოგიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ  „ქართუ" ზუგდიდის თეატრს გაარემონტებს.


„გპირდებით, რომ თეატრს 2018 წლისთვის გავარემონტებთ. როდესაც ზუგდიდში მოვდიოდი, გავარკვიე, რომ არც ერთი მომართვა არ იყო ზუგდიდან. საჯაროდ ვამბობ, როდესაც ვიყავი ბოტანიკურ ბაღში, დახმარება შევთავაზე და გვიან შემეხმიანენ, ასევე დადიანების სასახლეში როდესაც ვიყავი, დახმარება შევთავაზე და საჭიროდ არ ჩათვალეს. სამწუხაროდ, არ მოსულა არაფერი ჩემამდე ზუგდიდის თეატრიდან. საჯაროდ გეუბნებით, რომ 2018 წლამდე ჩვენ მოვახერხებთ და  თეატრს გავარემონტებთ, „ქართუ ფონდი" მყავს მხედველობაში და არა ხელისუფლება",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner