შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში წაიყვანა.
„ქუჩას, სადაც პატარა თამარს სკოლაში წასაყვანად მივაკითხე, მისი გმირი მამის სახელი ჰქვია, მამის, რომლის სიცოცხლე კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა...
ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ ქუჩის გავლა, მძიმეა ის პასუხისმგებლობა, რომ ცხოვრების ამ უმნიშველოვანეს ეტაპზე გიორგის მაგივრად მისი შვილი სკოლაში პირველად მე უნდა მივიყვანო...
დღეს თამარის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელიც მამასთან ერთად უნდა გაეზიარებინა... დღეს მის გვერდით მთელი პოლიციაა, ის მთელი ცხოვრება ჩვენი დიდი ოჯახის წევრი იქნება... ჩვენ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების შვილებზე ყოველთვის ვიზრუნებთ."