ცოტნე გამსახურდია „ნაციონლაური მოძრაობის" წევრის ნიკა რურუას მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრას აღწერს:
„მოკლედ, მთაწმინდაზე რურუას შემოკრებილი ყავს ოცი წლის ახალგაზრდების თაობა, ვისაც არ ახსოვს მისი საქმეები, ვისაც აკლია პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება, ვისაც ენატრება ფული და ძალაუფლება, და საკუთარ აგიტაციას უბანში დაახლოებით ასეთ სტრატეგიაზე აგებს:
„არა, ძმაო, პოლიტიკის დედაც, პროსტა ნიკა ჩვენი ძმაა, ხმები გვჭირდება, რა!" - ოთხმოცდაათიანების საუკეთესო ტრადიციებში... ჩვენი ძმაა, საქმეს ჭირდება, პოლიტიკა და საზოგადოება გვკიდია - ჩვენი საქმე გვაქვს და რამე... ეს მაფიოზური კლიშეები და აზროვნება ხომ ამის და მისნაირების დამკვიდრებულია ამ ქვეყანაში ოდესღაც. არც ახლა მალავს. ჰო, "კოზა ნოსტრა" - ნიშნავს "ჩვენი საქმე", ესეც რომ იცოდეთ...
აქ ვერ ნახავთ რაფინირებულ რურუას, რომელსაც მის მიერ გაქაჩულ - მოჭიმული ვარშკულავები უჭერენ მხარს .
მეტი არაა ჩემი მტერი, ამან ვერაზე ვერაფერი მოიგოს, მაგრამ მაინც იცოდეთ, აქ რა ხდება."- წერს გამსახურდია.