ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის გუნდის წევრს ვახტანგ მეგრელიშვილს დაუპირისპირდა:
დაპირისპირების მიზეზი ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკუთარ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ნიკა გვარამიას ფოტო გახდა.
"და რა გინდა ამით თქვა, ვახო? გარეგნობაზე დამცინი, ჩაცმულობაზე თუ კიდევ რამეზე მიგდებ აბუჩად? ეგაა მეტი თავისუფლება?
ვახტანგ მეგრელიშვილი თავის ჭკუით, აბუჩად მიგდებს. არ ვიცი გარეგნობით, ჩაცმულობით თუ გამომეტყველებით. შეიძლება ყველაფრით ერთად. მარა - აბუჩად. ესაა მეტი თავისუფლება გირჩულად.
p.s. ისე, თავისი პროფილის ფოტო მაინც არ უნახავს, ნეტა?
p.p.s. ჩემი პოსტის ქვეშ მეგრელიშვილის გარეგნობაზე კომენტარებს ნუ დადებთ, წაიშლება."- წერს გვარამია.