logo_geo
eng_logo
„სად წახვალთ, უცებ გრანტების თემა რომ გასკდეს?“- თინა ხიდაშელს დარეჯან მეფარიშვილი მიმართავს...
- +

16 სექტემბერი. 2016. 03:24


 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი „რესპუბლიკური პარტიის" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატს თინა ხიდაშელს მიმართავს:


 

„პასუხად  თინა ხიდაშელს, რუსთავი2-ზე კობა ნარჩემაშვილთანდებატებისა" გამო:

 

მქონდაბედნიერება" რუსთავი2-ზე მომესმინა ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის.

 

ის, რომ თინა ხიდაშელი შეურაცხყოფას აყენებს მაყურებელს და ძველბიჭურ ტონში ესაუბრება ადამიანს (ვის, ამას მნიშვნელობა არა აქვს), არ მაღელვებს, ეს მისი არჩევანია! თუ სურვილი ექნება და მეწყვილესაც ნახავს, ხვალ შეუძლია ვაკეში ჩაცუცქულმა გაარჩიოს საქმეები. არც იმას ვდარდობ თინა ხიდაშელმა რომ არ იცისგამზრდელი" წიგნი კი არა პოემაა და ან წიგნადაა გამოცემული, ან რომელიმე ტომშია შესული აკაკის სხვა თხზულებებთან ერთად...

 

ეს ერთი, მეორე: იურისტმა ხიდაშელმა გაიხსენა, რომ 2003 წელს ის სააკაშვილთან ერთად ებრძოდა შევარდნაძის რეჟიმს (მე ვიდექი იქ სადაც მთელი საქართველო იდგაო, - ბრძანა) და იურისტ ნარჩემაშვილის გამზრდელთ ურჩია დამბაჩა დაიხალონ შუბლში. სხვა თემაა ის, რომ იურისტ ნარჩემაშვილს და იურისტ ხიდაშელს ერთი და იგივე გამზრდელი ჰყავთ, ისევე როგორც ხიდაშელის კურსელებს: ზურაბ ადეიშვილს, ირაკლი ალასანიას, ირაკლი ოქრუაშვილს, კოტე კუბლაშვილს, გიორგი პაპუაშვილს და ..

 

კიდევ ერთი: ხიდაშელს დაავიწყდა, რომ დავით უსუფაშვილი ლექციებს უკითხავდა მომავალი ცოლს და მის კურსელებს. ხიდაშელის კურსელები ვინც იყვნენ კი წაიკითხეთ ზემოთ. ქალბატონი თინას არც ესგადაცდომა" მაღელვებს და არც ის, ერთ მშვენიერ დღეს ხიდაშელის კურსელების გაზრდისთვის უსუფაშვილმა ტყვია რომ დაიხალოს შუბლში...

 

ეს ისე, „ლირიკული გადახვევა", ახლა მთავარი: ხიდაშელმა ახსენა რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა მხეიძე. ციტატა თინა ხიდაშელისგამოსვლიდან": „რუსთავშია დღეს მაჟორიტარობის კანდიდატი, იმავე პერიოდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბატონი მხეიძე, ჩემი ხელით მყავს საპატიმროებიდან ამოყვანილი ნაწამები პატიმრები".

 

გაცვეთილი პოზიციაა და ამიტომ არ ვიტყვი - ხიდაშელი ერთი პატიმრის გვარსაც ვერ დაასახელებს, ვინცსაპატიმროდან ამოიყვანა ნაწამები", მაგრამ ხიდაშელს ახლა სად-ის იმჟამინდელმა ნებისმიერმა თანამშრომელმა რომ უჩივლოს და სასამართლოს წესით მოსთხოვოსნაწამები პატიმრის" დასახელება, 100%-იან გარანტიას გაძლევთ ერთ გვარსაც ვერ დაასახელებს!

 

მაგრამ მე შემიძლია გავახსენო ხიდაშელს როცა ისიქ იდგა, სადაც მთელი საქართველო" (2003 წელს) პაატა მხეიძე (ცოტა ადრე) პროკურატურაში მუშაობდა და სწორედ მხეიძის დამსახურებაა ის სისხლის სამართლის საქმეები, რაც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ კორუფციას, კანონდარღვევას და პატიმართა წამებას და ამ საქმეებს მსვლელობა თუ არ მისცეს, მხოლოდ იმ კაცის დამსახურებაა ვინც თინაც გაზარდა და მისი ქმარიც!!!

 

ახლა ვეკითხები მე, რიგითი ქართველი, დარეჯან მეფარიშვილი, თინა ხიდაშელს: კორუმპირებულ სააკაშვილს და მის მეგობრებს რომ უჭერდი მხარს, ესეც კოჰაბიტაციის არ იყოს, ხალხის დაკვეთა იყო? ეგებ იმიტომ უჭერდი მხარს, რომ სწორედ სააკაშვილის ხელდასმით იყავი მუდამცვეტში" და ყველა გრანტის გზა შენსკენ მოდიოდა? არა? არ იყო ასე? გასული საუკუნის ბოლოს კი მოახერხეთ, ქალბატონო უფლებათადამცველო, ამერიკის ელჩის დამსახურებით (დახმარებით) საქართველოს პროკურატურისათვის დაგებლოკათ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი თანხების (რაც მილიონებს არა, მილიარდებს უკაკუნებს) მიზნობრიობის შესახებ მასალები, მაგრამ დავიჯერო ახლა ეს შეუძლებელი იქნება? სად წახვალთ თქვენ და თქვენიმრავალჭირნახული" პარტია უცებ გრანტების თემა რომ გასკდეს? პოლიტიკური დევნის თემასმიაწვებით" და ამჯერადაც ამერიკის ელჩთან ჩაცუცქდებით? კაი, ეს ვთქვათ მოახერხეთ დაჩაირეცხა"! „ახალგაზრდა იურისტების" იმჟამინდელი იურისტები, როცა თქვენ იყავითპირველი ვიოლინო", რომ ალაპარაკდნენ დაამოყარონ" თემები, ისევ ამერიკის ალჩის მისაღებს აატალახებთ?

 

ეგებ ჯერ ნაწამები პატიმრების გვარები დააწყოთ! თქვენ თუ არა გაქვთ სია, კითხეთ თქვენს თანაპარტიელს გიგლა აგულაშვილს, მხეიძე რომ წამოვიდა სად-იდან აგულაშვილი იყო სამი თუ ოთხი თვით თავმჯდომარე და ალბათ შეაწუხებდნენ პაატას "ნაწამები" პატიმრები გიგლას...

 

მაგრამ თინა, რა ბოღმა გახრჩობს იცი? აი, მეხუთე საპყრობილეში მიშას რომ აპრავებდით და პაატამ გამხილათ, ეს ვერ მოგინელებიათ!!!! ვერც მოინელებთ!!!!" - წერს დარეჯან მეფარიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner