logo_geo
eng_logo
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე, 730 კმ ახალი გზის მშენებლობა იგეგმება
- +

16 სექტემბერი. 2016. 17:03



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმა წარმოადგინა.



კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება უახლოეს 4 წელიწადში, შემდეგი ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს: აღმოსავლეთ-დასავლეთ დამაკავშირებელი მაგისტრალი და მისი ქვე-მარშრუტები.



აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის დასასრულებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, აშენდება შემდეგი მონაკვეთები: თბილისი-ლაგოდეხის ავტობანი, ლაგოდეხი - წნორი - ბაკურციხე (56კმ), ბაკურციხე - თბილისი  - 80კმ მონაკვეთი, გურჯაანის შემოვლითი - თელავი 30კმ-იანი მონაკვეთი; ზემო ოსიაური - ჩუმათელეთი - 14 კმ მონაკვეთზე 4 ზოლიანი ავტობანი. რიკოთის მონაკვეთი - ჩუმათელეთი-არგვეთა - რიკოთის უღელტეხილზე 2020 წლის ბოლოსთვის აშენდება 4-ზოლიანი 53-კილომეტრიანი ავტობანი, რისთვისაც გაიჭრება 40-მდე გვირაბი და აშენდება 90-მდე ხიდი. რიკოთის ავტობანის ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება ხარაგაულის შემოვლითი გზა - ჩუმათელეთი - ხარაგაული - ძირულა (50კმ); ზესტაფონი - ქუთაისის - 4-ზოლიანი 15კმ-იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს  და დასრულდება 2017 წელს. სამტრედია - გრიგოლეთი - აშენდება 51 კმ-იანი 4-ზოლიანი მონაკვეთი, დასრულდება მომავალ ორ წელიწადში; გრიგოლეთი - ჩოლოქი 14 კმ-იანი მონაკვეთიმიმდინარეობს პროექტირება;ქობულეთის შემოვლითი გზა - მიმდინარეობს 18 კმ მონკვეთის მშენებლობა, ბათუმის შემოვლითი გზა - 14 კმ-იანი მონაკვეთი; ბათუმი (ჭოროხი)  -  სარფი 11 კმ-იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს პროექტირება; ასევე, აშენდება ანაკლიის და ფოთის პორტების ძირითად მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზები: გრიგოლეთი - ფოთის  24 კმ-იანი მონაკვეთი, სამტრედია - ზუგდიდის შემოვლითი გზა, ანაკლიის პორტის გათვალისწინებით - 90 კმ", - აღნიშნა პრემიერმა.



მისი თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ძირითადი მაგისტრალის გარდა შენდება თბილისი-წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულება.



თბილისის შემოვლითი გზა - 55კმ, რუსთავი  - წითელი ხიდი 35 კმ; რუსთავი - სადახლო 40 კმ; სამივე პროექტზე მიმდინარეობს  პროექტირება. ამ მონაკვეთების აშენებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ჩვენ მივიღებთ რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამედროვე სტანდარტების გზას: წითელი ხიდი - ანაკლია - მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით. წითელი ხიდი - სარფი - მგზავრობის დრო შემცირდება 2 სთ-ით. წითელი ხიდი - ფოთი - მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 სთ-ით. სადახლო - ანაკლია - მგზავრობის დრო შემცირდება 3 სთ-ით.

 

სადახლო-ფოთი-მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით. სადახლო - სარფი- მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით. ლაგოდეხი - ანაკლია- მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით. ლაგოდეხი - ფოთი- მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით. ლაგოდეხი-სადახლო - მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 სთ-ით. მთლიანობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე უნდა აშენდეს 730 კმ ახალი გზა. სრულად ყველა გზაზე მშენებლობა დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის. ამჟამად არსებული ორზოლიანი გზების ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებად მოდერნიზაციის შემდგომ გადაადგილების სიჩქარეები საშუალოდ გაიზრდება 80-100%-ით, მგზავრობის დრო შემცირდება საშუალოდ 50%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება 4-ჯერ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner