logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მთიანეთი გახდება ძალიან მიმზიდველი
- +

16 სექტემბერი. 2016. 17:16



პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მელიორაციის მიმართულებით, დღემდე განხორციელებული ღონისძიებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 167 205 000 ლარი.


პრემიერის თქმით, სარეაბილიტაციო პროგრამის შედეგად, საქართველოში წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურენო მიწის ფართობი 45 ათასი ჰექტრიდან 110 ათას ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული 14 ათასი ჰექტრიდან 31 ათას ჰექტრამდე გაიზარდა.



პრემიერის ინფორმაციით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, იგეგმება გასარწყავიანებული ფართობების გაორმაგება და ესეც მნიშვნელოვან ინვესტიციებს გულისხმობს.



სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უმნიშვნელოვანესია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და პრემიუმ-ნიშაში საქართველოს შესვლისთვის, გამომდინარე საქართველოს განსაკუთრებული ბუნებრივი კლიმატიდან და კერ კიდევ დაუბინძურებელი ნიადაგისა და ჰაერის ხარისხიდან, რომელსაც განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ, რათა საქართველოში ცხოვრება იყოს სახალისო, ხოლო ნაწარმოები პროდუქტი იყოს უმაღლესი ხარისხის და დაიკავოს განსაკუთრებული ნიშა ექსპორტის მიმართულებით",- განაცხადა პრემიერმა.



მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთიანეთი გახდება ძალიან მიმზიდველი, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის მოსახლეობისთვის და შემდეგ ტურისტებისთვის.



მაღალმთიანი რეგიონები არის როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით. რატომღაც არსებობს სტერეოტიპი, რომ მხოლოდ ჩრდილოეთშია მთები, არანაკლებ რთული კლიმატური პირობებია საქართველოს სამხრეთ და აჭარის მთიანეთში და ამ მიმართულებას ზუსტად ისეთივე ყურადღება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ჩრდილოეთის მაღალმთიანეთს და ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმები. ჩვენ დავიწყეთ მთის კანონმდებლობით, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის და ყველა ამ გეგმის განხორციელების შედეგად, საქართველოს მთიანეთი გახდება ძალიან მიმზიდველი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოსახლეობისთვის და შემდეგ ტურისტებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner