საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, ისტორიულად მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება.
„დღეს ჩვენ გვქონდა ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების საინტერესო წარდგენა - ეს არის საქართველოს სივრცითი მოწყობა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა რეგიონში ერთ დონეზე ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფასა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობას.
ეს გულისხმობს დაახლოებით 5 მილიარდ დოლარამდე დამატებით ინვესტირებას. ეს არის სახელმწიფოს სუვერენული ფული, ასევე კერძო სექტორიდან მოზიდული თანხა. მე მოხარული ვარ, რომ ამ ძალიან დიდი გეგმის განხორციელების პროცესში ვიმყოფებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მართლაც ისტორიულად მნიშვნელოვანი და წარმატებული გეგმა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.