გიორგი კვირიკაშვილი მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
-
+
16 სექტემბერი. 2016. 17:30
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მათ წარმატებები უსურვა.
„ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას-ბავშვებს, პედაგოგებს, მშობლებს. მინდა, ვუსურვო მათ წინსვლა და ვისურვო, რომ ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს წარმატებული ყველასთვის!" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.