logo_geo
eng_logo
პროგრამის „აწარმოე სართველოში“ ფარგლებში რამდენიმე პროექტი დამტკიცდება
- +

16 სექტემბერი. 2016. 17:31



მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პროგრამის „აწარმოე სართველოში" ფარგლებში, რამდენიმე პროექტი დამტკიცდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეს იქნება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო არქევანში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო და მას 10 650 კვ/მ მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცემა.



კომპანიამ უნდა განახორციელოს მინერალური პროდუქტების საწარმოს მშენებლობა და დაასაქმებს დაახლოებით 10-მდე ადამიანს", -განაცხადა კვირიკაშვილმა.



კვირიკაშვილის განცხადებით, ფოთში, საფეიქრო ტექსტილის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. ამ მიზნით კომპანია 9 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.



საწარმოში 1000 ადამიანი დასაქმდება. ეს არის ძალიან მსხვილი საფეიქრო ტექსტილის მწარმობელი კომპანია და მას სიმბოლურ ფასად 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები გადაეცემა, რომელიც დღესდღეობით უვარგისია, მაგრამ ეს კომპანია აპირებს განაახლოს და იქ ახალი საწარმო ააშენოს", -განაცხადა პრემიერმა.



მისივე თქმით, კიდევ ერთ კომპანიას, რომელმაც „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე შექმნა მეფრინველეობის კომპლექსი, საწარმოს გაფართოების მიზნით საკუთრებაში გადაეცემა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე 1,4 ჰეტარი მიწის ნაკვეთი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner