logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ მემორანდუმს ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი
- +

16 სექტემბერი. 2016. 17:54



დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს პროვოკაციების მოწყობას, არის „ნაციონალური მოძრაობა".



ეს არის მათი სტილი, ასე მოდიოდნენ ისინი და ქართულ ანდაზას გავიხსენებ,- „შემოდგომის ბუზი მწარედ იკბინებაო". იციან, რომ ეს მათი ბოლო შემოდგომა, მათი დამარცხების შემოდგომაა და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი პროვოკაცია მოაწყონ", - აღნიშნა მინისტრმა.



სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ მემორანდუმს ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი, რათა დაცული იყოს თამაშის წესები.



ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ მემორანდუმზე მოვაწეროთ ხელი. რომელი პარტიაც არ შეუერთდება მემორანდუმს, ამით გამოჩნდება მათი რეალური სურვილები, ვის უნდა დესტაბილიზაცია. ლაპარაკია ძალიან მარტივ რამეზე, როცა ერთი პარტია აწყობს შეხვედრას, ნუ მივა იქ სხვა პარტიის წარმომადგენელი და ნუ მოაწყობს პროვოკაციებს, თორემ თუ ამაზე მიდგა საქმე, ვერ გვაჯობებს ვერვინ, მაგრამ არ ვაპირებთ ჩვენ ამას და კეთილი ინებონ და თვითონაც დაემორჩილონ ამ თამაშის წესებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner