პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „სილიკონ ველი თბილისთან" დაკავშირებით განაცხადა, რომ „სილიკონ ველი თბილისი" არის კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი.
„სილიკონ ველი თბილისი" ძალიან კარგი პროექტია. ეს არის კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი. 18 მილიონი ლარის ინვესტიციები განხორციელდება ამ პროექტში მომდევნო 6 წლის მანძილზე, ხოლო 6 მილიონის - პირველი სამი წლის მანძილზე. ეს იქნება უნივერსიტეტი, სადაც 2 200-ზე მეტმა სტუდენტმა უნდა ისწავლოს და სკოლის ნაწილში 450-ზე მეტმა მოსწავლემ. ძალიან კომპლექსური უნივერსიტეტია, წარმოდგენილია, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება, ასევე მედია, ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ გვჭირდება სწავლა, ცოდნა. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება დღეს, ეს არის კარგად მომზადებული კადრები ყველა მიმართულებით და მითუმეტეს ტექნოლოგიური მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ უნუვერსიტეტის ოფიციალური გახსნა იყო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.