„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის (03 ოლქის) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი მარიჯანის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და თითოეული მოქალაქის პრობლემა მოისმინა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახეობა გაგებით ეკიდება იმას, რომ ყველა 10-პუნქტიანი გეგმა ერთად ვერ შესრულდება.
„არავითარ შემთხვევაში არ დავპირდები ხალხს იმას, რასაც არ შევასრულებ", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.