ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სოფელ გამარჯვებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
„ახლა დავბრუნდი სოფელ გამარჯვებიდან, როგორ არ რცხვენია ამ ნუგზარ წიკლაურს, ამდენ ტყუილებს როგორ ავრცელებთ, არანაირი დაჭრა არ ყოფილა, იყო ჩხუბი დედა შეაგინეს „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს წიკლაურის შტაბის წევრებმა და გაილახა ერთი ადამიანი, ვნახე ის კაციც ჩილაშვილი, ვისაც სახლში მიუვარდა ნაცემი მჭედლიძის დედა და თავში ვედრო ჩაარტყა, არადა წიკლაური გამოვარდა და ამ ჭილაშვილს აბრალებდა დანა დაარტყა ქალსოო. ღმერთოო საიდან იგონებენ ამდენ ტყუილებს, ნუთუ ღმერთის მაინც არ გეშინიათ. პოლიციაში მიმდინარეობს დაკითხვები და ჩვენებები მისცა ორივე მხარემ, სადაც არსად არაა დანა დაფიქსირებული. დანარჩენს გამოძიება იტვის. ისე ამ ტყუილებით გამარჯვებაში „ოცნების" რეიტინგმა აიწია, ხალხი მიხვდა, როგორ შეიძლება „რუსთავი-2"-ზე გავიდეს ასეთი მოგონილი ინფორმაცია. სოფელში არაფერი იმალება, სირცხვილია რასაც კადრულობთ სირცხვილი!" - წერს სოციალურ ქსელში ნინო ჯღარკავა.