ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ირმა ნადირაშვილი აღშფოთებული წერს, თელავში ჩვენს შეხვედრებზე მოსულ რამდენიმე საჯარო მოხელეს სოციალური ქსელით პოსტვა აუკრძალესო. რატომ ღმერთი არ გაიცინებს?! ჯერ თქვენ არ ყიოდით, „ნაცებს" სამსახურიდან უშვებენო? ესეიგი არავინ გაუშვიათ პოლიტიკური ნიშნით. ახლა მეორე ტერორი რა იყო თქვენი მმართველობის დროს გაგახსენოთ? საჯარო სამსახურებში „აიტის" მიერ დაბლოკილი იყო სოციალური ქსელები, ტელევიზიები, მხოლოდ „რუსთავი-2"-ის ყურება შეეძლოთ, ვიდეოკამერები ეყენა დერფნებში, ტუალეტებთან. ერთი თანამშრომელი კომპანიის დირექტორმა მხოლოდ იმიტომ გაუშვა, რომ სკაიპით მეგობარს მიწერა, ჩემი გამოს...ული უფროსი 6-ის მერეც არ მიშვებს სამსახურიდანო. ეს სიმართლე იყო და თუ ჭკუით არ იქნებით, სახელებს, გვარებს, კომპანიას და იმ უამრავ თანამშრომელს მოვიყვან მოწმედ, ვინც ეს ტერორი გაიარა!", - წერს ნინო ჯღარკავა.