logo_geo
eng_logo
სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებზე პასუხისმგებლობას არ იღებს
- +

17 სექტემბერი. 2016. 14:45



„ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ პარტიის შეცდომებზე მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება, რადგან „ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგი არ იკავებდა არავითარ თანამდებობას.


„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არ ვიყავი არანაირ თანამდებობაზე, ამიტომ არანაირი პასუხისმგებლობა არ მეკისრება", - განაცხადა სანდრა რულოვსმა რადიო „ათინათის" ეთერში, გადაცემაში „კანდიდატი".


როგორც „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განმარტა, ყოფილმა ხელისუფლებამ დაუშვა ბევრი შეცდომა და ამიტომ არიან პარტიაში ახალი სახეები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner