პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ასპინძის მაღალმთიანი სოფლების - გელსუნდას, თმოგვის, ნაქალაქევის, თოკის, ვარგავის, ხიზაბავრას და საროს მცხოვრებელებს შეხვდნენ.
გედევან ფოფხაძემ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ოთხწლიან მიღწევებზე ისაუბრა.
„მთის კანონი, რომელითაც მაღალმთიან სოფლები ისარგებლებენ, ასპინძის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო.