logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: მომავალი 4 წელი მცხეთასა და მცხეთის რაიონში ყოფითი პრობლემების დასასრული იქნება
- +

17 სექტემბერი. 2016. 15:43



„ქართული ოცნების" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს - ახალგორელებსა და სოფელ ერედვის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა. საუბარი ეხებოდა ყველა პრობლემას, რაც დევნილებს აწუხებთ. დიმიტრი ხუნდაძე ამომრჩევლებს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა.


„გასული წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად მცხეთის რაიონში წეროვნის დევნილთა დასახლებაში მომიწია მისვლა. აქ გავხსენით რამდენიმე ობიექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ვიცი, რომ მათთვის ყველაზე დიდი შვება საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ყოფითი პრობლემების მოგვარებაში. გაორმაგდა სოციალური დახმარება, დევნილებს გადაეცათ საცხოვრებელი ბინები, დაუკანონდათ საცხოვრებლები წეროვანსა და სხვა დასახლებაში. ჩემს საარჩევნო პროგრამაში ცალკე პუნქტად შევიტანე დევნილთა და ვეტერანთა საკითხები. მე ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ და მომავალი 4 წელი მცხეთასა და მცხეთის რაიონში ყოფითი პრობლემების დასასრული იქნება", - აღნიშნა ხუნდაძემ.


თავის მხრივ, წეროვნში მცხოვრებმა დევნილებმა ხელისუფლების მიერ გაწეული დახმარების, მათ შორის ჯანდაცვის პროგრამების გამო კმაყოფილება გამოთქვეს. წეროვნის დევნილთა დასახლებაში მორიგ შეხვედრას 200-მდე ადამიანი ესწრებოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner