logo_geo
eng_logo
ირაკლი ხახუბია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
- +

17 სექტემბერი. 2016. 16:54



„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.


მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად ქალაქის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.


როგორც შეხვედრაზე ითქვა, ფოთის თეატრს, სახელოვნებო სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეტი დაფინანსება სჭირდებდათ.


შეხვედრის მონაწილეები ხელფასების ზრდის პერსპექტივითაც დაინტერესდნენ. როგორც ხახუბიამ აღნიშნა, 2017 წლისთვის ხელფასების ეტაპობრივი ზრდაა დაგეგმილი.


გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე ფოთში ტურიზმის სფეროს განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner